მასწავლებლის ბლოგი
სასწავლო პროექტი
,,იავნანას სასწაული’’
(იაკობ გოგებაშვილი 170 წლისაა)
პროექტის მთავარი იდეა: იაკობ გოგებაშვილის 170 წლის იუბილის აღსანიშნავად. დიდი პედაგოგის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების შესწავლა.
მოსწავლეებმა დაინახონ თუ რა დიდი ძალა აქვს ,,იავნანას’’ ბავშვის სულიერი და გონებრივი განვითარებისათვის.
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გაიგონ თუ როდის წარმოიშვა ,,იავნანა’’, რა და რა სახის არსებობდა ის და რომელს რა შემთხვევაში მღეროდნენ.
კიდევ უკეთ შეისწავლიან დიდი პედაგოგის ცხოვრებისა და შემოქმედების გზას. ამავე დროს მოსწავლეები შეიძენენ ღრმა ცოდნას, კვლევა-ძიების, სინთეზური ანალიზის უნარ-ჩვევებს.
პროექტის მიზნები: 1. მოსწავლეთათვის იავნანას წარმოშობის და მისის რამდენიმე ვარიანტის გაცნობა.
2. იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობის იავნანამ რა ჰქმნა? _ შესწავლა და გათავისება იმისა, თუ რა ძალა აქვს დედის ,,იავნანას’’.
3. მასალების მოძიების, დახარისხების, ორგანიზებისათვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, გაეცნობიან სხვადასხვ არასაპროგრამო ლიტერატურას, მოიპოვებენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს, ჩამოიყალიბებენ მხატვრული კითხვის უნარს, დაიგემოვნებენ ,,იავნანის’’ ხიბლს. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის უნარი.
სასწავლო ღონისძიების მომზადება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ,,იავნანამ რა ჰქმნა?-ს’’ მიხედვით.
მოაწყობენ ექსკურსიას ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. ჯგუფები მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას ისტ-ის გამოყენებით.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მე-5 კლასის სახელმძღვანელო _ შარაშენიძე, იაკობ გოგებაშვილის რჩეული პედაგოგიური თხზულებანი, იაკობის სამრეკლო _ ტბილისი 1990 წელი. იაკობ გოგებაშვილი _ რჩეული თხზულებანი 5 ტომად ) თბილისი 1989 წელი. ვახუშტი კოტეტიშვილის ნაშრომები, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო-ვიდეო მასალა, დისკი (იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის ამსახველი), მხატვრული ფილმი ,,იავნანამ რა ჰქმნა?'', ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, პლეერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, თემის გაცნობა, კლასის დაყოფა მიზნობრივი გადანაწილებით 3 ჯგუფად. ჯგუფებისთვის დავალებების მიცემა:
I-ჯგუფი- იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა, ბიოგრაფიული მასალების მოძიება, მითითებული წყაროების მიხედვით.
II ჯგუფი- ,,იავნანას ’’ სხვადასხვა ვარიანტის მოძიება უფროსების დახმარებით, ისტ-ის საშუალებით, და მათი შესწავლა.
ჯგუფის პრეზენტაცია- ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ პრეზენტაციას.
მოსწავლეები ჩაატარებენ სასწავლო ღონისძიებას - იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა?’’
მოეწყობა ექსკურსია ვარიანში-იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინფორმატიკა, მუსიკა.
მიმართულება კითხვა:
ქართ.V.1. მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე:
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაშიო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ.
ქართ.V.1. 2. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე:
ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და თავის თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.
ქართ. v.2. 2. მოსწავლე ავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე:
.მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
პროექტის ხელმძღვანელი: მადონა ფირცხალაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: madonafircxalashvili@gmail.com
ქართ. v.2. 2. მოსწავლე ავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე:
.მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
პროექტის ხელმძღვანელი: მადონა ფირცხალაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: madonafircxalashvili@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)