ინტელის სასწავლო კურსი

პროექტზე მუშაობის დროს


ტრენინგის 9 დღე
24.09.
დღეს  დამთავრდა ჩვენი ტრენინგი, სხვადასხვაგვარი გრძნობა დამეუფლა,კიდევაც გამეხარდა,რომ ტრენინგი დასრულდა და ცოდნით დატვირთულები ვტოვებთ ჩვენს ჯგუფს და ტრენერს, ასევე ცოტა სევდაც მიპყრობს, რომ  კარგი, ბევრი სიახლის მომცემი  იყო ეს ტრენინგი და კარგი იქნებოდა კიდევ გაგრძელებულიყო.
  რაც მთავარია, დღეს გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი ნაშრომებისა, ძალიან გავხალისდით და ვისიამოვნეთ, სამახსოვროდ სურათებიც გადავიღეთ, მადლობა ხათუნას, იმედია ჩვენი ჯგუფი ისევ ვითანამშრომლებთ. მ ო მ ა ვ ა ლ   შ ე ხ ვ ე დ რ ა მ დ ე !!!


ტრენინგის 8 დღე
22.09.

დღეს შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტი, დავასრულეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და პროექტის მახასიათებლები  გამოვაქვეყნეთ, ყველა სამუშაო  სიამოვნებით შევასრულეთ, დღევანდელი სამუშაო ძალიან მომეწონა. ყველამ კარგად ვიხალისეთ.




ტრენინგის 7 დღე
19. 09
დღეს გავეცანით მეექვსე მოდულს, რაც ითვალისწინებს დიფერენცირებულ სწავლებას.ვთვლი რომ დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენთვის.



ტრენინგის 6 დღე
17.09
დღეს განვიხილეთ მოსწავლის შეფასების სქემები, განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ვისაუბრეთ მოსწავლის ჩართვაზე შეფასებაში.

მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია

 


ტრენინგის 5 დღე
13.09
 ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესოდ დაიწყო, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენ პროექტის პორთფოლიოს წარმოებას,სამუშაო შრომატევადი, მაგრამ საინტერესოა, ვფიქრობ ეს ცოდნა მუშობის დროს გამოგვადგება.



ტრენინგის 4 დღე
11.09
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე,გავიგეთ,რომ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე დაყრდნობით უნდა დავსახოთ სასწავლო მიზნები,შევადგინოთ გეგმის მონახაზი და შეფასების ფორმები, ასევე გავეცანით პროექტის შაბლონს.




 ტრენინგის 3 დღე
09.09
გავეცანი განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, ვისწავლე სასწავლო პროექტის მომზადება, მე ვთვლი, რომ ეს დღე დიდად ნაყოფიერი იყო.




ტრენინგის 2 დღე
07.09
კმაყოფილი ვარ, დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო სამუშაოდ, იმედია ტრენინგის მომდევნო დღეებიც ასეთივე დატვირთული გვექნება.



ტრენინგის 1 დღე
05.09
დღევანდელი დღით; ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ ტრენინგის დაწყებას დიდი ხანი ველოდებოდი, სკოლაში წარმატებული მუშაობისათვის უახლესი ტექნოლოგიების  ფლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაშიც ეს ტრენინგები ძალიან დამეხმარება.


3 комментария:

  1. ძალიან მომეწონა მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.ფოტო მასალა ტექსტის შესაბამისია.
    კარგადაა შერჩეული თემა.

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან მომწონს თქვენი ნამუშევარი.

    ОтветитьУдалить
  3. მადონა, გავეცანი თქვენ ნაშრომებს. ძალიან მომეწონა პრეზენტაცია,ბუკლეთიც ძალიან საინტერესოა.გისურვებ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить